ჩვენ შესახებ

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან ფაინანშიალ კრედიტ – ჯი ეფ სი

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან ფაინანშიალ კრედიტ – ჯი ეფ სი“ ქართულ საფინანსო ბაზარზე თითქმის 10 წელია მოღვაწეობს. ჩვენი ძირითადი მიმართულება მცირე და საშუალო მოცულობის სესხებია, რომელსაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფის საფუძველზე გავცემთ. კომპანიას ამ ეტაპზე ერთი სერვის ცენტრი აქვს ქალაქ თბილისში და შესაბამისად ორიენტირებულია თბილისში არსებულ უძრავ ქონებებზე, თუმცა სამომავლოდ გაფართოებასაც გეგმავს და ხშირ შემთხვევაში რეგიონებში არსებულ ქონებებსაც განიხილავს.

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან ფაინანშიალ კრედიტ – ჯი ეფ სი“-ს გააჩნია ბაზარზე ორიენტირებული საკრედიტო სტრატეგია. კომპანიის სატარიფო პოლიტიკა ეფუძნება ფინანსური სახსრების და სასესხო პროდუქტების მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობის პრინციპს. აგრეთვე, კომპანიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ლიკვიდური სახსრების ეფექტური მართვა.

კომპანიის მიზანია ქართულ საფინანსო ბაზარზე ცნობადობის ამაღლება და სანდო რეპუტაციის შენარჩუნება. ამისათვის კომპანიაში შემუშავებულია მოსახერხებელი და ეფექტური ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც დაკონპლექტებულია გამოცდილი და კვალიფიციური კადრებით.

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან ფაინანშიალ კრედიტ – ჯი ეფ სი“ მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან, ხელმისაწვდომ და სწრაფ სერვისს, რომლის საშუალებითაც კომპანია ხელს უწყობს სხვადასხვა სექტორში მოღვაწე კომპანიებსა თუ ფიზიკურ პირებს გარკვეული ვადით ისარგებლონ სესხით და მოზიდული ფინანსური სახსრები მოახმარონ საკუთარ წარმატებას.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯი ეფ სი არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განსხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი. მისი გაკოტრების შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა. ბანკებისგან განსხვავებით თქვენი შენატანის დაკარგვის რისკის შემცირებას ცდილობს მხოლოდ ფინანასური ინსტიტუტი. აღნიშნული გამჟღავნების ტექსტის მიზანია გაცნობოთ, რომ ამ ფინანსურ ინსტიტუტში სახსრების განთავსებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირების მიზნით ფინანსური ინსტიტუტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ასევე ნებისმიერი სხვა საჭირო ინფორმაციის მოძიება თქვენი პასუხისმგებლობაა. ფინანსური ინტიტუტის ფინანსური დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე http://www.nbg.gov.ge. აღნიშნული გამჟღავნების ტექსტი გამცნობთ არსებული რისკების შესახებ, თუმცა ის არ მოიცავს ყველა დაკავშირებულ რისკს.

ხელმოწერით თქვენ ადასტურებთ, რომ აცნობიერებთ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან ფაინანშიალ კრედიტ ჯი ეფ სი-ში სახსრების განთავსებასთან დაკავშირებულ რისკებს.